ლადო სადღობელაშვილი: „დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. რიგი ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალისა და პოლიტიკური გუნდის გაძლიერება“

14

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. რიგი ოპოზიციონერები და ანგაჟირებული მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის და პოლიტიკური გუნდის გაძლიერება. უამრავი შემთხვევა და სტრატეგიულად გამართლებული ადგილმონაცვლეობაა ცნობილი მსოფლიო სხვადასხვა მმართველობის პირობებში. ეს სულაც არახალია…

– მე ნამდვილად არ მიკვირს ოპოზიციის პროვოკაციული მეთოდების, – საზოგადოებას მინდა მოვუწოდო, არ აჰყვეს მსგავს ცრუ ინფორმაციასა და ცრუ რწმენაზე დაფუძნებულ დამაკნინებელ ქილიკს. აქვე მინდა გაგახსენოთ, რა ხდებოდა “ნაცმოძის” და ამ გამარგინალებული ავადსახსენებელი ოპოზიციის მართლაც რომ სისხლიანი მმართველობის დროს.

– მიხეილ სააკაშვილის პერიოდში „უპორტფელო მინისტრები“ (ანუ მინისტრები კონკრეტული სამინისტროს გარეშე) რეალურად არსებობდნენ და ეს პრაქტიკა საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა… მართალია, ასეთ მინისტრებს არ აქვთ საკუთარი სამინისტრო, მაგრამ აქვთ კონკრეტული საკოორდინაციო ან რეფორმის ფუნქცია.

– სააკაშვილის პერიოდში ასეთი პოზიციები:

1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი – ამ პოსტს იკავებდა გიორგი ბარამიძე. ფუნქცია: ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკური კოორდინაცია.

2. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკა. ამ პოსტზე – თემურ იაკობაშვილი. ფუნქცია: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან პოლიტიკა, კონფლიქტების მართვა და კომუნიკაცია.

3. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მოგვიანებით უკვე გადაიქცა ცალკე სამინისტროდ. ფუნქცია: ემიგრანტებთან ურთიერთობა, ქართული დიასპორის კოორდინაცია.

4. რეფორმებისა და კოორდინაციის მიმართულებები.

ზოგ პერიოდში ინიშნებოდნენ მინისტრები კონკრეტული რეფორმებისთვის (ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა და ა.შ.), რომლებიც: არ ხელმძღვანელობდნენ კლასიკურ სამინისტროს; მუშაობდნენ სისტემურ ცვლილებებზე.

– სააკაშვილის დროს ეს მოდელი გამოიყენებოდა: ე.წ. სწრაფი რეფორმებისთვის, ცენტრალიზებული მართვისთვის, პრეზიდენტზე ძლიერი ვერტიკალის შესაქმნელად. ანუ „უპორტფელო მინისტრები“ ხშირად იყვნენ პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი ფიგურები, მიუხედავად იმისა, რომ „საკუთარი სამინისტრო“ არ ჰქონდათ“, – წერს ლადო სადღობელაშვილი.