ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: „როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება“

„საათნახევარი გაგრძელდა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების გუშინდელი სატელეფონო საუბარი. რა თქმა უნდა - უკრაინა, რა თქმა უნდა - ირანი. მაგრამ, ამასთანავე - პრაგმატიზმიც. აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოში…

ვახტანგ ქიზიყურაშვილი ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის შესახებ: „ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფორუმმა ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“

ვატო შაქარაშვილი ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის შესახებ: „კითხვა ჩნდება ხოლმე საზოგადოებისგან: „როგორ აპირებთ ნეიტრალიტეტის მიღწევას და ამ იდეის გატანას?“ – სწორედ ეს ფორუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, სადაც საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ჭრილში, უშუალოდ საქართველოში“

ნინო ნადირაძე რადიკალებზე: „ჩემი დასკვნით, მათ სრულიად არ იციან, რას წარმოადგენს ქართველი ერი, და საერთოდ ვერ ფლობენ პოლიტიკურ ველს. მერე ბევრი იკითხავს: „რატომ ამბობს, რომ „ოცნება“ უფრო ქართულიაო?“ – დიახ, უფრო ქართულია, იმიტომ რომ ქართველი ხალხის პულსზე უჭირავს ხელი“

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: „საინტერესოა, რეზოლუციებში რომ წერენ, „პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო“, ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები? ახლა რომ გამოდიან და ამბობენ: „კი, დანაშაული ჩავიდინეთ, ვაღიარებთ და მეტს აღარ ვიზამთო“?“

არჩილ გორდულაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კიდევ აქეთ რომ გვამუნათებენ: „ჩვენს აკრძალვას რომ აპირებთ, რას ეუბნებით ჩვენს მხარდამჭერებსო?“ მაშინ რას ეუბნებოდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს? ან იმ პარტიის წევრებს, რომლებიც აიკრძალნენ თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და არაერთ სხვა ქვეყანაში? ეს თუ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლაა, მაშინ მოლდოვაში, არჩევნების დღემდე 2 კვირით ადრე, პარტიის აკრძალვა დემოკრატიის ზეიმი რატომ არის?“

არჩილ გორდულაძე სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: „ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფის გავრცელება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ქუჩაში გინება, რადგან მოცვა და გავრცელება გაცილებით ფართოა, თუმცა, რაც ეს სამმართველო ამოქმედდა, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა“

2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან