ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: „პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება – მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს“

„გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია…

ნანა კაკაბაძე: „ყველა ხედავს, როგორ აპატიმრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, პირდაპირ არჩევნების წინ აუქმებენ მათი ფავორიტი ხელისუფლებები კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში და რუმინეთში, უცერემონიოდ ხურავენ ოპოზიციურ ტელევიზიებს, მაგრამ ევროპული ლიბერალური პოლიტისტებლიშმენტი ამ ყველაფერს სამართლიანობას, დემოკრატიას და თავისუფლებისთვის ბრძოლად ასაღებს“

ელისო ბოლქვაძე: „მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა“

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: “მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა”

ნოდარ კაპანაძე: „მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში პროგნოზების გაანგარიშებაზე მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტორთა გათვალისწინებით და არსებული რეალობის შესაბამისად აკეთებენ პროგნოზს. მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ ციფრი ხელოვნურად მაღალი ან დაბალი იყოს. შესაბამისად, ის, რომ საქართველოს კარგ პროგნოზს აძლევენ, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფაქტორი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს“

ნოდარ კაპანაძე სომხეთის საგარეო კურსზე: „სომხეთის მმართველი პოლიტიკური გუნდი აშკარად ამბობს, რომ სომხური ხომალდი უნდა შეტრიალდეს დასავლეთის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი იყო სომხეთის ექსპორტის მთავარი ბაზარი, რკინიგზის მფლობელი, სასაზღვრო ჯარებიც კი რუსული იყო – ასეთი მყარი ბმის ასე იოლად გაწყვეტა ალბათ ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“

ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელზე: „კომისიის დასკვნა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. არსებობს უამრავი ფაქტობრივი გარემოება და მამხილებელი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ავაგეთ სარჩელი. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ უსწორდებოდა სახელმწიფო ბოროტების მანქანა საკუთარ მოქალაქეებს“

ალუდა ღუდუშაური რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა – როდესაც შენ უპირისპირდები ქვეყნის კონსტიტუციას და ცდილობ, რომ შენი ქმედებებითა და ზრახვებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გახვიდე, ბუნებრივია, უნდა გქონდეს კიდეც იმის მოლოდინი, რომ სასამართლოში შენი პოზიციის დაცვა მოგიწევს“