პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს თავად ევროკავშირს”

“იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და აქედან დასკვნებს გამოიტანენ. იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ”, -…

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის შესახებ: „მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ – აბა, სად არის? ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. ფაქტობრივად, დაგვცინის ქართველებს. პარალელურად, დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს“

შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევის შესახებ: „ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერცერთმა ელჩმა ვერ გაბედა, ერთი სიტყვა ეთქვა“

ამირან სალუქვაძე: „ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში. ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს. ხალხს ახსოვს “თიბისი ბანკის” ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქართველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში“

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადების შესახებ: “არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას. ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს”

ლევან ჭოტორლიშვილი: “საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე”

მარიამ ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: „ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან“ – მარიამ ქვრივიშვილი

„რა გვირჩევნია – ტაში გვიკრას რომელიმე ევროპელმა ბიუროკრატმა, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარავის ემახსოვრება, თუ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ღირსება და ზნეობა და ამ გზით გავაგრძელოთ მომავალი განვითარება“ – გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი: „ფსევდოლიბერალიზმის მიზანი საკაცობრიო ღირებულებითი საყრდენების შერყევა და ზნეობრივი საფუძვლების დასუსტებაა, რადგან თუ ეს საფუძვლები დაიშლება და საზოგადოება ღირებულებებისგან დაიცლება, ადამიანების მართვა, მათი მასად ქცევა და ისეთი მმართველობის ფორმების თავს მოხვევა, რომელიც კონკრეტულ ძალებს აწყობთ, გაცილებით მარტივი ხდება“

ზურაბ ქადაგიძე: „არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“