პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში, ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, აბსოლუტურად ლოგიკურია“

„საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში, ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო…

გიორგი გაბუნია: „სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა საერთაშორისო პრაქტიკაა და სიახლეს არ წარმოადგენს — როგორც ევროპულ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მსგავსი პრინციპითა და კონცეფციით შექმნილი პოზიციები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს“

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე: „როდესაც მანტიამოსხმული კრიმინალები სხვადასხვა პარტიის სახელით აქტიურად მოქმედებენ და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რას და როგორ გეგმავენ ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო ამის საპასუხოდ მკაცრი ზომები არ მიიღება, კარგი არ არის, რადგან აუცილებლად უნდა აიკრძალოს ის პარტიები, რომლებიც კრიმინალური ქმედებებით არიან დაკავებულნი“

ლევან ნიკოლეიშვილი გერმანიის საგარეოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე: „არავინ დაიჯეროს, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა ან რამე გამორჩათ — ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება. როგორ შეიძლება, სამინისტროში ერთი სპეციალისტიც არ ჰყავდეთ, რომელიც ინფორმაციას გადაამოწმებს?“

ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე: „მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება არ კმარა, საჭიროა უფრო ეფექტურ ღონისძიებებზე გადასვლა“

„ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა ნეიტრალური სტატუსია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე — ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა ისე, როგორც ამას გადაწყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნები“ – ლევან ნიკოლეიშვილი

ირაკლი კობახიძე: „ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი – დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს პირდაპირ აისახება აჭარაზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე“

ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“

ირაკლი კობახიძე: „ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება – ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება“

პრემიერ-მინისტრი: „ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა“

არჩილ ბერიძე: „რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას“

არჩილ ბერიძე: “დღეს ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით”