პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი: „ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არა მარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით – ისინი აქეზებდნენ ხოლმე, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო. მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად“

„ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის, განცხადებებშიც. არა მარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული…

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებების შესახებ: „როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს, თავისთავად, შემაშფოთებელია. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას“

თამთა მეგრელიშვილი: “ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”

ზაალ ანჯაფარიძე: „პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნისა და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“

ლადო სადღობელაშვილი: „სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა“

მანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“

დავით ჩიხელიძე: „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ“

ეკა სეფაშვილი: „დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მსგავს შედეგს აუცილებლად გამოიღებდა, თუმცა, ასეთ მძიმე შედეგებს ნამდვილად არ ველოდი – მეგონა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლებოდა და არა ასე ბრუტალურად და ძალადობრივად“

შალვა პაპუაშვილი: “შვიდი წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ – ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ – ეს ძალადობა არ დაუგმია”

ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: “ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი”

გოგა ხაინდრავა ოპოზიციური პარტიების შესახებ: „ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი. ესენი არიან დამნაშავეები. კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი“