პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: „განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას. “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ“

“გადამთიელების მეთოდი, ხრიკი ასეთია: როდესაც ხალხის სამსახურში ხარ, ემსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. პრიორიტეტი შენი ბერი და ერია! იბრძვი სამშობლოს კეთილდღეობისთვის და გყავს აგენტურული…

დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს“

თორნიკე ჭეიშვილი რადიკალების მხრიდან სპორტსმენების ბულინგზე: „ვინაიდან მათ სძულთ ყველაფერი ის, რაც ქართულია და ეროვნულ სიამაყესთან არის დაკავშირებული, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ სწორებას სპორტსმენებზე, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელი“

თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიერ ბრალის აღიარებაზე: „რადიკალები ახლა ძალიან იმედგაცრუებულები და ამავდროულად გაბრაზებულები არიან, რადგან თვალსა და ხელს შუა გამოეცალათ ყალბი ნარატივის აგების შესაძლებლობა, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვინმე არის გასამართლებული“

თორნიკე ჭეიშვილი ევროპის მიერ რუსეთისგან ენერგორესურსების ყიდვაზე: „ასეულობით მილიარდი ევროა გადარიცხული ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციისთვის და ამ დროს ჩვენ უტიფრად გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამით ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკა უნდა ჩამოგვექცია. აი, ეს არის მათი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი“

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: „რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას? მათი აზრით, ალბათ, იმაში, რომ ჩვენთანაც იყოს ომი და უბედურება, კორუფციის არნახულად მაღალი მაჩვენებლები… ალბათ ამისთვის იმეტებდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს“

თორნიკე ჭეიშვილი კაია კალასის განცხადებაზე: „ამ განცხადებამ ძალიან ღიად და დაუფარავად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენი წელია ვსაუბრობთ – ჩვენს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზეწოლის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სრულად არიან აცდენილნი რეალობას და არ შესწევთ უნარი, სწორი ანალიზი გაუკეთონ იმ განწყობებს, რაც ახლა საქართველოსთან მიმართებით არსებობს“

პაატა კვიჟინაძე: “რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება. არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები”

დავით ქართველიშვილი: „ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან“

სოზარ სუბარი: “საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება”