საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუსეთ– უკრაინის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“NATO – უსაფრთხოების გარანტია თუ ომის აქსელერატორი?
რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. უკრაინის ტერიტორიების 20%-ზემეტი რუსეთის კონტროლქვეშაა. დანგრეული და განადგურებულია ასობით ქალაქი დაათასობით დასახლებული პუნქტი. დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა მილიონსაჭარბებს.
10 მილიონზე მეტი უკრაინელი ქვეყნიდან გავიდა. დაახლოებით ამდენივე ქვეყნის შიგნით არის გადაადგილებული, ანუ ისინი მოწყდნენ საკუთარ სახლებს და გადავიდნენ იქ, სადაცშედარებით უსაფრთხო ვითარებაა(დასავლეთ უკრაინაში).
ოფიციალური მონაცემებით დღეს, უკრაინის არმიაში ფრონტზე მყოფ ჯარისკაცთა საშუალოასაკი 45 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20, 25, 30 წლის ცოცხალი ძალა უკრაინასფაქტობრივად აღარ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ხელისუფლება არ ერიდება მობილიზაციისთვის ძალის გამოყენებას, ფაქტობრივად შეუძლებელია ცოცხალი ძალის დეფიციტის შევსება.
უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე ალაპრაკდა დასავლური მეინსტრიმ მედიაც, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში სიცრუით კვებავდა მთელ მსოფლიოს. ჰქმნიდა ფსევდორეალობას, რომელშიც უკრაინა იმარჯვებდა, ხოლო რუსეთის დაშლა/განადგურებამდე წუთებიღა რჩებოდა.
თითქმის 6 თვეა დიდი ბზარი გაჩნდა უკრაინის დახმარების ჯგუფში, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან შედგება და აშშ–ის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა. ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის დახმარების საკითხი გაჭედილია თავად აშშ–ის საკანონმდებლო ორგანოს პალატებს შორის.
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას და ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა მძიმეპრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, არ ჩანს პერსპექტივა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდეს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აშშ–ის მიერ ამდრომდე გამოყოფილ 170 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია, გადაცემული იარაღი და ფული მხოლოდ ომის გახანგრძლივებას ემსახურებოდა.
ევროპაში განწყობების ცვლა, იმ მძიმე რეალობას ეფუძნება, რაც კონტინენტის ქვეყნებს დაუდგათ რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც მათ მიერ რუსეთის დასასუსტებლად დაწესებულმა სანქციებმა თავად ისინი დააზიანა. 2023 წელს, რუსეთის ეკონომიკა 3.6%-ითგაიზარდა, ხოლო მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე გერმანიის, მხოლოდ0.3%-ით, მიმდინარე წელს კი, გერმანია რეცესიაში შევიდა.
ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა იმ რეალობისა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდანდღემდე ჩამოყალიბდა. საწყისი კი, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი იყო, რაცკონფლიქტის ორივე მხარის მიერ არის აღიარებული.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სტოლტენბერგიც და პუტინიც იდენტურ განცხადებებსაკეთებენ. ეს კასრი დიდი ხნის განმავლობაში ივსებოდა დენთით, რაც გულისხმობდახმაურიან დაპირებებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
“უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობის ძირითადი წილი აშშ–სა და მის ევროპელმოკავშირეებზე მოდის, რადგან პრობლემის სათავე NATO-ს გაფართოებაა” – წერსამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისოურთიერთობების მკვლევარი, ჯონ მერშეიმერი 2014 წლის ნაშრომში სახელად, “რატომ არისუკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”
დიახ, დაპირებები ნამდვილად იყო ხმაურიანი, მაგრამ უკრაინა ღია კართან დგომაშიდაღუპვის პირასაა მისული და დღეს ეუბნებიან, რომ ვერც ვერასოდეს შევა ამ ღია კარში თურუსეთს არ დაამარცხებს. ცინიზმი – სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ამ პასუხს?!
გაურკვეველია, ჰიპოთეტურად რუსეთის დამარცხების ანუ უკრაინის მთავარი და ერთადერთისაფრთხის განეიტრალების შემდეგ, რაში დაჭირდება ამ ქვეყანას რომელიმე სამხედრობლოკში გაწევრიანება, ცხადია ეს უდიდესი აბსურდია.
სამწუხაროდ, ჩვენ, არამარტო უკრაინის მაგალითი გვაქვს წინ, არამედ თავად გვაქვსტრაგიკული გამოცდილება 2008 წლის ომის სახით. ჩვენთვისაც ხომ არ იშურებდნენ ცინიკურპასუხებს, ყველას გვახსოვს – “მაპზე უკეთესი…”
მართალია, ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურპროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტაბუები წარსულსბარდება მთელ მსოფლიოში, მის სამშობლოში ამერიკაშიც კი, შესაბამისად ისე როგორცარასდროს აქტუალური და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დისკუსიის გახსნა! უნდა დაისვასკითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით – ომის აქსელერატორი?
კითხვაზე პასუხის გაცემისას მხოლოდ ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ლიბერალურიცენზურის გარეშე გავაანალიზოთ უკრაინის მოვლენებიც და ჩვენი ქვეყნის უახლესიისტორიაც“, – წერს შაქარიშვილი.


