ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ, ვიდრე ფაქტები“

„ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი, ეს ურჩევნიათ. და მეორე - უბრალოდ, აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი…

არჩილ გორდულაძე: „კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ: „ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ, თითქოს, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“

დავით ქართველიშვილი: „უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში – პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე“

ანზორ ჩუბინიძე: “თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით “დიდი კედელი -2026” საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა”

ეკა სეფაშვილი: “საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი – შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ” 

„ის ევროპელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც გუშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, დღეს საქართველოს მაგალითად მოიხსენიებენ. ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკური გათვლების შედეგია“ – თამარ ჩიბურდანიძე საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე

თამარ ჩიბურდანიძე ევროპაში მიმდინარე იდეოლოგიური პროცესების შესახებ: „დღევანდელი ევრობიუროკრატების იდეოლოგია თავიდან ბოლომდე ფსევდოლიბერალიზმია, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან არანაირი შეხება აღარ აქვს და მთლიანად ჩაეხსნა იმ ღირებულებით ლიბერალიზმს, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და ეროვნული სახელმწიფოების იდენტობის განსაზღვრისთვის იყო შექმნილი. დღევანდელი ლიბერალიზმი კი ეროვნული იდეოლოგიის წაშლაზეა ორიენტირებული“

ეკა სეფაშვილი: “ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება – მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინებული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ორკესტრირებულად მოქმედებენ”