ახალი ამბები

პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: “არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ – რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”

“სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება - ერთი მხრივ, ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ…

ირაკლი კობახიძე: „არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, თუ რამდენად მყარია სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“

ირაკლი კობახიძე: “საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე – ეს არის ჩვენი სლოგანი. ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს უცხოური აგენტურის ადგილი. საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს”

პრემიერი: “არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება”

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაში დაპირისპირების შესახებ: „მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში. აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა მათივე ინტერესები – როდესაც არ შევიდნენ პარლამენტში, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, დაისუსტეს საკუთარი თავი“

ირაკლი კობახიძე: „არაკონსტიტუციური ხუთიანი არის, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური პარტია, და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“

არჩილ გორდულაძე: “ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურმე, უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია”

ალი ასადოვი: „საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება“

ალი ასადოვი: „ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია“

ირაკლი კობახიძე: “ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ჩვენი მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება”