პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: “დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”

“რეზოლუციაზე რომ იყო საუბარი, რეზოლუციაში რა წერია? - რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო-საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამაზე თავად მოაწერეს ხელი. ეს განახორციელა…

ირაკლი კობახიძე: “არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას არავითარი ახსნა არ აქვს. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია”

მიხეილ ყაველაშვილი: “როგორ შეიძლება, დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს”

პრეზიდენტი: “განწირული გამარჯვება – ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართველი საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება”

თამარ ჩიბურდანიძე: “დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? – არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ”

დავით ქართველიშვილი: “საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი – მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები”

ზაალ ანჯაფარიძე: “გიორგი ანწუხელიძის სახელით და ხსოვნით პოლიტიკურ სპეკულაციებს და იმქვეყნიურად მისი სულის მუდმივ შეწუხებას, ბოლო აღარ უნდა მოეღოს?! დაასვენეთ ეს ღირსეული კაცი საფლავში”

დათო გამცემლიძე: “ლეგიტიმური კითხვაა, ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი 2008 წლის შემდეგ? პასუხი მარტივია: იცოდნენ, მაშინ დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი საქართველო „ეკიდათ“, ახლა კი დასავლეთმა, რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით, ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი”

ნანა კაკაბაძე: “გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრედიტირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს ემსახურება ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას. კიდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე”

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: “მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას”