პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის ამოქმედების შესახებ: “ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ, თურმე, ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს”

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის ამოქმედებას გამოეხმაურა. „ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი…

ირაკლი კირცხალია: “პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლისღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა. შემდეგ მოვიდა დავალება – როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. ისინი დავალების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ”

ლადო სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის შესახებ: “რა სამარცხვინო და დამამცირებელია, იყო “ნაცმოძის” წევრი! იყო გამყიდველი, მოძალადე, აგენტურული პარტიის წევრი – ოფიციალური გიჟის მეთაურობის ქვეშ”

გიორგი ვოლსკი: “უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, ფეხი აუბას იმ პოლიტიკას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ; ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო”

გიგი წერეთელი: “მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა: საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების ჩვენება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლილი – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა”

გედევან ფოფხაძე: “თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია, ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია, ჩემთვის ძალიან ახლობელია. ამას მე ომს არ ვუცხადებ”

ნანა კაკაბაძე: “დაღუპულ მეომრებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვის თემა, ნაცების იმდენად სუსტი მხარეა, ჯობდა საერთოდ არ შეხებოდნენ მას, ვინაიდან 2008 წლის წაგებულ ომში, ნაცების ხელისუფლებამ, გარდაცვლილი მეომრების ცხედრების გადმოსვენებაზეც კი არ იფიქრა, სანამ ეს პატრიარქმა არ უზრუნველყო”

გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: “ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას”

ნიკა გვარამიამ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გამართლება სცადა, თუმცა კრიტიკის შემდეგ მან საზოგადოება ტროლ-ბოტების შეტევაში დაადანაშაულა

ვლადიმერ ბოჟაძე: “ზალუჟნიმ თქვა ის, რაც სამწუხაროდ რეალობაა უკრაინისთვის. უკრაინა ფაქტობრივად 2014 წლიდანაა ჩართული და თუ გავიხსენებთ ომის წინა პერიოდს, არაერთხელ იყო შეთავაზება უკრაინაში, თითქოსდა ნატოში გაწევრების, თუმცა ეს შედეგი არ დადგა”

ლადო სადღობელაშვილი: “რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას, სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა”