პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და, ამ გზით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს კონსტიტუციური…

არჩილ გორდულაძე: “უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო”

შალვა პაპუაშვილი: “თუკი ვინმე არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას, ყველა ეს ორგანო და სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ყველა არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი”

შალვა პაპუაშვილი: “სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა; რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი, და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? – ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ”

შალვა პაპუაშვილი: “მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში – როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, ვხედავთ, თუ რა გააფთრებული ზეწოლაა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს”

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციის შესახებ: „გუშინ ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი ფსევდორელიგიური სექტის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი, რომელიც თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა, და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში – ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს“

შალვა პაპუაშვილი: „14 წელია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან – ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური“

შალვა პაპუაშვილი რადიკალების შესახებ: „ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“

არჩილ გორდულაძე: „ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში“

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის აქციის შესახებ: “რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვის. ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება, თუ ამას თავს დაანებებენ”

დავით ქართვრლიშვილი: “როდესაც რამდენიმე კვირის მზადების შემდეგ მასშტაბურ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს უბრალოდ მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის. ეს იმის საჯარო დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ხმამაღალ ტონსა და საზოგადოების რეალურ განწყობას შორის”