პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: „ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს“

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის…

თამარ ჩიბურდანიძე: „მაშინ, როცა თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, მისი პოლიტიკური გუნდის სხვა ფრთის წარმომადგენელი ჯო უილსონი აკეთებს განცხადებებს, თითქოს საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას. წარმოიდგინეთ, როგორი აშკარა შეუსაბამობაა“

სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე: „ევროკავშირისკენ სვლა მათი სუვერენული არჩევანია და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა — ვინ გეპატიჟება დღეს ევროკავშირში და რამდენად სანდოა ის ძალა?“

„ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ამგვარი გადაწყვეტილებებით ისინი ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ დაემორჩილოს ბრიუსელის პოლიტიკურ მოთხოვნებს, თუმცა ჩვენს ნებისყოფას საზღვარი არ აქვს და ვერც ერთი ქვეყნის ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე“ – თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე სააკაშვილის პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანის გაწევრიანებაზე: „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სააკაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ ჩიხშია. თუ აქამდე ოპოზიცია რებრენდინგისთვის იბრძოდა, დღეს უკვე გადარჩენისთვის იბრძვის“

თამარ ჩიბურდანიძე რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ისინი ახლა ერთმანეთის ამომრჩევლებზე მუშაობენ – ბრძოლა აღარ არის ახალი ხმების მოზიდვაზე, ბრძოლა არის იმაზე, ვინ ვის წაართმევს ხმებს“

ჯაბა ხუბუა: “ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ “ნაცმოძრაობა” თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს. ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს “ხაბეზე” უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა „ნაცების“ ხელობაა”

მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიას შესახებ: „ჩემს ჯინაზე, კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ – პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, “ქოცები” მაინც გაიმარჯვებდნენ?”

დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ: “ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე, იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს”

გია აბაშიძე: “როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობების ჩახშობა სურს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რა, მასკიც ხომ „პრორუსულია“. ამაზე გორბაჩოვის ეპოქაში დაწინაურებული ევროკრატები წამითაც კი არ „შეშფოთდებიან“. საქართველო კი, თურმე, „უკუსვლაშია“ ევროფარისევლების გამრუდებულ სამყაროში”