პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს – ეს ანდაზა კარგად გამოხატავს ოპოზიციის მდგომარეობას. რამდენჯერ სცადეს “ფეიკ” ინფორმაციებით საპროტესტო ტალღის აგორება, მაგრამ იმითაც კმაყოფილები იყვნენ, რომ რამდენიმედღიანი კაკაფონია მათ მრევლს გულს მოფხანდა”

"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - ეს ქართული ანდაზა ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი გაჭირვებული ოპოზიციის მდგომარეობას. რამდენჯერ სცადეს ამ გაჭირვებულებულებმა, რომ "ფეიკ" ინფორმაციების საფუძველზე…

გია აბაშიძე: “პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”

გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: „ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას. ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ“

დავით ქართველიშვილი: “დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ საწვავის გლობალურ ფასწარმოქმნასა და დიზელის მწვავე დეფიციტზე (თვით აშშ-შიც კი), ჰორმუზის სრუტის კრიზისის გარდა, პირდაპირ მოქმედებს უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურება, პრობლემის არსს ზუსტად ურტყამს”

გურამ მაჭარაშვილი: “არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება, – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც”

კახა წიქარიშვილი გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: “კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იციან, კამერა უყურებს, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას. არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება”

ეკა სეფაშვილი: “მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია”

ლევან მაჭავარიანი: “ევრობიუროკრატებს, ადრე თუ გვიან, მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება – იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს”

გიორგი გამსახურდია: „სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს.  ჯერ ხომ ტყუილებში აცხოვრეთ, ცხოვრება დაუნგრიეთ ამ ხალხს, ახლა კიდევ თავისუფლებაზე ყოფნის შანსსაც უკლავთ?“

ლევან მაჭავარიანი: „რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთესო ხუთეულში გადავინაცვლეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით. კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით“

“ნაცმოძრაობის” აქტივისტი მამუკაშვილი: “ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!”

ცოტნე ანანიძე ბურჭულაძის შვილის განცხადების შესახებ: “სჭირდებათ აქციაზე დაკავებულები ციხეში იყვნენ, რომ გარეთ “ოპოზიციამ ვირტუალურად იარსებოს” – ამიტომ აშავებენ “დაპროცესებულებს”