საზოგადოება

ახალი ამბები

ეკა კუპატაძე: „მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა“

ეკატერინა ივანიშვილის წერილს მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი…

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება“

დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: “ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ”

ნოდარ კაპანაძე დემოგრაფიულ ვითარებაზე: „რეგიონში შობადობის ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია, თუმცა სიკვდილიანობა მაინც მეტია — ეს მოსახლეობის დაბერების გამოძახილია და ამას უცებ და მარტივად ვერ მოაგვარებ, კომპლექსური ნაბიჯებია საჭირო“

დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: „ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება“

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვის შესახებ: „მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა. ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე. დაცინვა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა“

დავით ქართველიშვილი უნგრეთში დაგეგმილ ლგბტ პრაიდზე: „ის ქვეყანა, რომელიც ფასეულობებისა და ტრადიციების ბასტიონად გვევლინებოდა, სულ რაღაც 16 მილიარდად დამარცხდა. ეს ყოველივე, პირველ რიგში, ისევ და ისევ უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის არის სამწუხარო“

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია”: „კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია შეძრწუნებული ვართ ჩვენდამი ამგვარი დამოკიდებულებით. ვითხოვთ, რომ ყველა მხარემ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე“

გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვის შესახებ: „ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ. სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან. ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში“

„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: “პროექტის სპონსორია TBC. ერთი თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი ასეთი “ხუმრობები?!”

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები: „ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია. Betsson sport-ს, გიორგი კალატოზსა და მათ კოლეგებს ვთხოვთ, ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს“