ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდეს. ოპოზიციას ჰქონდა შეგნებული, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად”

„ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „რაც შეეხება…

პრემიერ-მინისტრი: „ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არა მარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით – ისინი აქეზებდნენ ხოლმე, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო. მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად“

ირაკლი კობახიძე: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე”

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებების შესახებ: „როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს, თავისთავად, შემაშფოთებელია. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას“

პრემიერი: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს”

თამთა მეგრელიშვილი: “ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”

ზაალ ანჯაფარიძე: „პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნისა და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“

ლადო სადღობელაშვილი: „სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა“

მანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“

დავით ჩიხელიძე: „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ“

ეკა სეფაშვილი: „დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მსგავს შედეგს აუცილებლად გამოიღებდა, თუმცა, ასეთ მძიმე შედეგებს ნამდვილად არ ველოდი – მეგონა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლებოდა და არა ასე ბრუტალურად და ძალადობრივად“

შალვა პაპუაშვილი: “შვიდი წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ – ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ – ეს ძალადობა არ დაუგმია”