შაბათი, სექტემბერი 26, 2026

ახალი ამბები

გია აბაშიძე: „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა“

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში დაწერილი იმ მწვავე კომენტარების შესახებ, რომელიც მშობლების მიმართ გაჟღერდა. „უბოროტესი ნაცსექტის მორიგი თვითლუსტრაცია...

დიუშენის მქონე ბავშვის მშობელი: „დასრულდება ყოველდღიური აქციები, კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში“

„კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ. წიქარიშვილის თქმით, ყოველდღიური აქციები დასრულდება. „კვირას დაგეგმილი მარში გაიმართება, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს...

გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 2025 წლის ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება. საპროკურორო საბჭოსთვის გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილ ანგარიშში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ცალკეული ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა. „მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. საბჭოს სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება. ასევე სამართალწარმოების განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. „2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის...

შაკო ჩაჩანიძე: “დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები – ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას...

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მომხრეების კომენტარების ე.წ სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას და კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხება. კომენტარებში მკაცრად აკრიტიკებენ მშობლებს და „გამყიდველებს, სამარცხვინოებს და მთავრობასთან გარიგებულებს“ უწოდებენ. ჩაჩანიძე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი...

„ტრამპის მიზანია, ამერიკა ისე გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან, რომ საკუთარი სახე არ დაკარგოს“ – თამარ კიკნაძე ახლო აღმოსავლეთის მოვლენებზე

„ტრამპის მიზანია, რომ ამერიკა ისე გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან, რომ საკუთარი სახე არ დაკარგოს“, - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ ირან- ამერიკის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „მე მაინც მგონია, რომ ირანი და ამერიკა მოლაპარაკებას შეძლებენ და საბოლოოდ გარკვეულ...

„თუ პუტინმა სწრაფად ვერ გამონახა გზა ამ არაპოპულარული ომის დასასრულებლად, შიდა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო მისი პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება“ – თამარ კიკნაძე

„თუ პუტინმა სწრაფად ვერ გამონახა გზა ამ არაპოპულარული ომის დასასრულებლად, შიდა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო მისი პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება“, - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. „სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ, მათ შორის ვლადიმერ...

თამარ კიკნაძე: „ჩემი მთავარი შიში ის არის, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები არ გადაიქცეს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ტრიგერად, რადგან ხისტი ძალის გამოყენება და სიტუაციის დესტრუქცია...

„ჩემი მთავარი შიში ის არის, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები არ გადაიქცეს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ტრიგერად, რადგან ხისტი ძალის გამოყენება და სიტუაციის დესტრუქცია რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ნამდვილად არ იქნება სასარგებლო“, - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ სომხეთში...

ირაკლი კობახიძე: “შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ახლა...

“დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. „კონკრეტული მედიკამენტების...

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების შესახებ: „გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომ...

„მინდა, შევუერთდე გამოთქმულ მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მინდა, პირადად პრემიერ-მინისტრს გადავუხადო მადლობა პირადი ჩართულობისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „საკმაოდ დიდი...

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: “მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით მობილურები რომ იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა,...

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს. „მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. ახლა კარგად მომისმინეთ, „კურიცებო“! ია ჯიშკარიანიდან დაწყებული, სხვა ქათმებით დასრულებული, გაფრთხილებთ: ზოგიერთი თქვენგანი სუს-ის თანამშრომლის საყვარელი იყო ან...
- Advertisement -spot_img

Latest News

ელისო ბოლქვაძე: „მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი...
- Advertisement -spot_img