ახალი ამბები

პეტრე მამრაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ესენი არც პარტიები არიან და არც ოპოზიცია – ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი და ამ ერთ ჯგუფად შეკრულ რადიკალებს აერთიანებთ ის, რომ ებრძვიან საქართველოსა და ქართველ ერს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ახლა მაინც აიკრძალებიან“

„ესენი არც პარტიები არიან და არც ოპოზიცია - ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი და ამ ერთ ჯგუფად შეკრულ რადიკალებს აერთიანებთ ის, რომ ებრძვიან საქართველოსა და ქართველ ერს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს,…

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: „უკრაინის მხარდაჭერა ფულს გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ევროპელი წელიწადში ერთ კათხა ლუდზე იტყვის უარს. ჩვენ ნაკლებს ვსვამთ – იქ კი სიცოცხლეები გადარჩება“

ნანა კაკაბაძე: „რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები“

შალვა პაპუაშვილი: “ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად. ალბათ, ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს”

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: “ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება”

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: “ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებებს დღის წესრიგი”

პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. ხან ერთს აანონსებენ, ხან – მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი: ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე”

ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის განცხადების შესახებ: „უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“