ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: “იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრია ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო, დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ”

„როდესაც თავად შეუძლიათ, სერიოზული ზიანი მიაყენონ რუსეთს ეკონომიკური თუ სხვა გადაწყვეტილებებით, წავიდნენ და იომონ ამ ომში. ნაცვლად ამისა, საქართველოთი და სხვებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. როგორც…

შალვა პაპუაშვილი: “რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები; დღეს წარმომსხდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ”

შალვა პაპუაშვილი: “მოვუწოდებ მედიას, მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეუთო-ში გამართული კონკრეტული, ანტიქართული აქცია, საია-ს და ბაია პატარაიას ვინ მისცა ფული. როგორც კი ნახავთ ფულის წყაროს, ნახავთ, ვინ მტრობს საქართველოს”

შალვა პაპუაშვილი შუქრი ბურჭულაძის განცხადების შესახებ: “სასწაული შვილების თაობა წამოვიდა – ჯერ შვილი ჩახუნაშვილი ეუბნებოდა მამას, – არ გამოხვიდეო და, კიდევ კარგი, მამამ შვილს არ დაუჯერა. ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, – იჯექი ციხეშიო”

შალვა პაპუაშვილი: “პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, სახელმწიფოებთან, სპეცსამსახურებთან და პარტიები, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს დაზიანებით, სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება, რათა ადამიანმა დაასკვნას, რომ ესენი არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები”

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ, შუალედურ არჩევნებზე არ მიეწვია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია: “ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია”

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ, შუალედურ არჩევნებზე არ მიეწვია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია: “ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია”

შალვა პაპუაშვილი: “დღეს შესაძლებლობა მექნება, ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე და მადლობა გადავუხადო იმ გადაწყვეტილებისთვის, რითაც უკან წაიღეს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება”

ირაკლი კობახიძე: „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება. ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს“

ირაკლი კობახიძე: „გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის – სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით“

ირაკლი კობახიძე: „სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, რაც, მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი – საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 15,4 მლნ ტონა. ზრდა არის 24%“