პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი: „საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახია. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მივიღეთ 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია ოპტიმალური, სათანადო ფასით“

„გრძელდებოდა გაზიფიკაციის პროცესი. გაზის მიწოდების ქსელში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩაერთო 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 10 000 აბონენტს მოიცავს, 10 000 ოჯახს ეს პროცესი“, -…

პრემიერ-მინისტრი: „157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი“

ირაკლი კობახიძე: “2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა”

ირაკლი კობახიძე: „2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე“

ირაკლი კობახიძე: „ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს“

ირაკლი კობახიძე: „პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც“

პრემიერი: “2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი – ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე”

თამარ ჩერგოლეიშვილი მიანიშნებს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და „POSTV-ი“ იმიტომ დაასანქცირა, რომ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მთავრობისგან ჩერგოლეიშვილის პროპაგანდისტული „ტაბულას” დაფინანსებაზე თანხმობა ვერ მიიღო

„ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს სამართლებრივი სახელი უნდა დაერქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება და ეს ძალები მუდმივად იტრიალებენ იმ მანკიერი წრის გარშემო, რასაც საქართველოს ღალატი ჰქვია“ – ედიშერ გვენეტაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე