პოლიტიკა

ანრი მეტრეველი: „ვფიქრობ, სადაც არის დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები – იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს“

„ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ჩვენს შორის დისკუსიის გაჩენის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა, სიღნაღში ახალგაზრდული კონფერენციის…

თეკლა თიკანაშვილი: „ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით“

მარიამ გრიგოლიშვილი: „ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის და ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“

ედიშერ გვენეტაძე გორში მომხდარ ინციდენტზე: „რადიკალურ ძალებს უნდათ ეს შემთხვევა სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინონ. თუმცა, არ გამოსდით, რადგან როდესაც დანაშაული სისტემურია, მას სახელმწიფო ინსტიტუტები ხელს უნდა უწყობდნენ. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა — სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება“

ედიშერ გვენეტაძე რადიკალურ ოპოზიციის აქციებზე: „ამ აქციების ორგანიზატორებზე კი არ მწყდება გული, არამედ იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვინც გვარამიასა და მისი „სულიერი ძმების“ დაძახილზე ქუჩაში გამოდის“

თორნიკე ფაღავა: „ადამიანის უფლებების სტანდარტი, სამართალდამცავი სისტემის ხარისხი, ეკონომიკური მდგომარეობა და მედიის პლურალიზმი, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, არ არის მხოლოდ დროის ბუნებრივი განვითარების შედეგი. ეს ყველაფერი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით — მშვიდობის პოლიტიკითა და თანმიმდევრული, სტრატეგიული ხედვით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს“

თორნიკე ფაღავა: „საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად საქართველოს ეროვნული არჩევანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე უნდა შევიდეს“

„ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა, სრული სიცრუეა. პირიქით — სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“ – თორნიკე ფაღავა

დავით მათიკაშვილი: „გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის“

„თუ პრაქტიკაში შევადარებთ იმას, რაც ევროპაში ხდება და რა კადრებსაც იქ ვხედავთ, ამასთან შედარებით ჩვენი პოლიცია ბევრად უფრო ჰუმანურად მოქმედებს“ – გიორგი ქაჯაია გორში მომხდარ ინციდენტზე

„გვახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს ციხეებში — ქონებების გადაფორმება, პირადი ნოტარიუსები, არარსებულ დანაშაულებზე ჩვენებების მოპოვება წამებისა და პირადი ცხოვრების შანტაჟის ხარჯზე. ბიზნესმენებთან ოჯახის წევრები — შვილები, ქალიშვილები, ბიჭები თუ გოგონები — შეჰყავდათ და მათი წამების მუქარით ბიზნესებს ითვისებდნენ. სააკაშვილი და მისი გუნდი წამებაზე როგორ უნდა საუბრობდნენ“ – გიორგი ქაჯაია