პოლიტიკა

„უმჯობესი იქნება, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქციებს აწყობენ და ამ თემით სპეკულაციას ცდილობენ, ჯერ საკუთარი „უფროსების“ პოლიტიკურ მემკვიდრეობას გადახედონ“ – გიორგი ქაჯაია გორში მომხდართან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებზე

„იმდენად დაზიანებული ფსიქოლოგიისა და აზროვნების ადამიანები არიან, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი ნაბიჯებისა და ფაქტობრივად რამდენიმე საათში გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, ისინი მაინც…

გიორგი ქაჯაია გორში მომხდართან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებზე: „კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში მათი ხელისუფლების პერიოდში — ქუჩებში ცემა-ტყება, ბიზნესის რეკეტი, ციხიდან საკაცით გამოყვანილი პატიმრები და პოლიციელების ხელით ლიკვიდირებული უდანაშაულო ახალგაზრდები. სწორედ ეს რადიკალური ჯგუფები ცდილობენ დღეს კონკრეტული გადაცდომა, რომელზეც ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, პოლიტიკური თვალთმაქცობის საგნად აქციონ“

ჯაბა ხუბუა: „ნებისმიერი ინციდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში “ნაცბანდის” სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა, თუმცა, ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ“

დავით ქართველიშვილი: “ცეცხლი ოლიგარქიას – უთქვამს ანა დოლიძეს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა უტევს ქვეყანათა ყოფას და სუვერენიტეტს – აქაური აგენტურისგან თავიანთი პატრონებისათვის ცეცხლის წაკიდების მოწოდება შესაძლოა მათთვისვე იყოს სახიფათო. ჩვენ გავიმეოროთ ხშირად, რომ ოლიგარქიული მმართველობა უნდა დაემხოს და მსოფლიოს ერები დაუბრუნდნენ არსებობას და განვითარებას”

პეტრე მამრაძე ჯეი დი ვენსის 2026 წლის თებერვალში სომხეთში ვიზიტზე: „ფაქტობრივად, აყვავება დაჰპირდა ქვეყანას. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა და რეალურად არაფერი გაკეთებულა“

პეტრე მამრაძე სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაზე: „შესაძლოა, ფაშინიანს გათვლა აქვს იმაზე, რომ რუსეთის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები არჩევნებში დაეხმარება. თუმცა რეალურად რა ურთიერთობა აქვს მას კრემლთან კულუარებში, უცნობია. არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ კვლავ შეცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება – ეს მას არაერთხელ გაუკეთებია“

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის“

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: „ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით, ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი“

თეა წულუკიანი: „ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო – იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო – ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!“