პოლიტიკა

2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა…

კოტე ჟღენტი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „საქართველოში ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას. რადგან სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარია, არსებობს მტკიცე მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მას დააკმაყოფილებს“

კოტე ჟღენტი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: „იმ ძალებს, ვისაც ამ ადამიანების ციხეში ყოფნა აწყობთ, მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მიმდინარე პროცესები, რადგან ციხეში მათ ყოფნას ეს ძალები სათავისოდ იყენებენ – პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებში შეაქვთ და ა.შ., გარეთ გამოსვლისას კი ისინი პრაქტიკულად განულებულები არიან“

შალვა პაპუაშვილი: “ის, რომ “Amnesty International-ი” თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო”

დავით ქართველიშვილი: “ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ”

დავით ქართველიშვილი: “ნობელის პრემია გადაეცა ადამიანს, რომლის პროფესიული საქმიანობაც უკავშირდება დასკვნებს, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირისთვის კატეგორიულად არასასურველია”

გიორგი გამსახურდია: “აკაცუკების” გადმოსახედიდან, თურმე, მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი – მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე. შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის”

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება. იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა”

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ: „ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე“

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ: „როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი. ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს“